სტუდენტები

ლუსინე პიჩიკიანი

lusine 2

ლუსინე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია .  ამჟამად ის ლატვიის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრის განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობებს ეუფლება.

ლუსინე ახალქალაქიდან არის. მან სკოლა 2010 წელს დაამთავრა და იმავე წელს კვოტირების წესით ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე ჩაირიცხა. ჩაბარებული აქვს ქართული ენის სასერტიფიკატო გამოცდა.

მრავალფეროვნების სკოლის შესახებ ინფორმაცია მან ინტერნეტით შეიტყო და ვინაიდან  ჟურნალისტიკა მისი ინტერესის ერთ-ერთი სფეროა, კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტა. ლუსინესთვის მრავალფეროვნების სკოლა სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებთან დაახლოვებისა და სამოქალაქო აქტივიზმში ჩართვის შესაძლებლობაა.

ლუსინეს საკონკურსო ნამუშევარი “ჩემს შესახებ” ხელმისაწვდომი მის ბლოგზე: http://lusinepichikyan.wordpress.com/


ჯეიხუნ ნარზალოვი

Jeixun

ჯეიხუნი მარნეულის სოფელ ბეგლიარიდან არის. 2010 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა და ქართული ენის მოსამზადებელი კურსის დასრულების შემდეგ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლობს. ის ამჟამად მეოთხე კურსის სტუდენტია.

“სანამ უმაღლესში ჩავაბარებდი, ფილოსოფოსობაზე ვოცნებობდი. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამ პროფესიით საზოგადოებას ვერ მოვემსახურებოდი და საზოგადოების აქტიური წევრი ვერ გავხდებოდი. გადავწყვიტე  ჟურნალისტი ვყოფილიყავი, რადგან ჟურნალისტი საზოგადოების თვალი, ყურია და ემსახურება მთელ საზოგადოებას, ასევე მას არ უყვარს უსამართლობა”, – წერს ჯეიხუნი თავის ბლოგში.

მისი საკონკურსო თემა ადრეულ ქორწინებას https://www.youtube.com/watch?v=a6kmp24eGcA&feature=youtu.be და ქვემო ქართლში ქართული ენის ცოდნის შეეხება: http://www.youtube.com/watch?v=Ig6vXnm6SZQ


გაიანე აკოჯიანი

gayane

გაიანე ახალქალაქის სოფელ ორჯიდანაა.  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, სოციოლოგის სპეციალობით მას შემდეგ სწავლობს, რაც 2012 წელს ზოგადი უნარების გამოცდა ჩააბარა და ქართული ენის მოსამზადებელი კურსი გაიარა. არის სამოქალაქო აქტივიზმის თბილის ახალგაზრდული ქსელის წევრი.

როგორც მომავალი სოციოლოგი სამოქალაქო ჟურნალისტიკით დაინტერესდა და მრავალფეროვნების სკოლის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მისთვის, როგორც არაქართულენოვანი სტუდენტისთვის გამოცდილების მიღების კარგი შესაძლებლობაა.

გაიანეს საკონკურსო მასალა ორჯის საჯარო სკოლაში არსებულ პრობლემებს ეხება: http://bit.ly/1ng5CVt


ნინა მარიკიანი

nina

ნინა ნინოწმინდის რაიონის სოფელ ეშტიადანაა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის   მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე 4+1 პროგრამით ჩაირიცხა. დღეს იგი მეოთხე კურსის სტუდენტია და ფილოლოგიას ეუფლება. სწავლის გარდა ის სამოქალაქო აქტივიზმის თბილის ახალგაზრდული ქსელის საქმიანობაშიც არის ჩართული.

მრავალფეროვნების სკოლაში სამოქალაქო ჟურნალისტიკის კურსის გავლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ არაქართულენოვან სტუდენტებზე ბლოგის შქმნას აპირებს.

ნინა მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბლოგების კონკურსის “ჩემი ლიდერი ქალი” გამარჯვებულია. მან  ბლოგი ნინოწმინდელ კარენ ოვსეპიანზე მოამზადა, რომელიც ნინას მსგავსად 4+1 პროგრამით თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა და თავისუფალ დროს მშობლიურ სოფელში ბიოლოგიის გაკვეთილებს ატარებს.

ნინას საკონკურსო თემა მამაკაცების გარეშე დარჩენილ ნინოწმინდის სოფელ ეშტიას პრობელემბს ეხებე: http://bit.ly/1EE4kJr


თამუნა ჯანჯულია

tamuna

თამუნა გალიდანაა. კვოტირების პროგრამით მან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის მიმართულებით ბაკალავრიატი დაამთავრა. ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მიმართულებით მაგისტრატურაზე სწავლობს.

ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ თამუნა სტაჟირებას  ტელეკომპანია TV 3-ში გადის.

ბლოგერების კონკურსში “ჩემი ლიდერი ქალი” თამუნას ავტორობით მომზადებულმა ბლოგმა გაიმარჯვა. ბლოგის გმირი სოფელ თაგილოს მკვიდრი ნანა ბენდელიანია, რომელიც ყოველ დღე ოკუპაციის ხაზს კვეთს, რათა ზუგდიდში აფხაზეთის სკოლა #1-ში ბავშვებს ასწავლოს.

თამუნას საკონკურსო მასალა აფხაზეთზეა: https://www.youtube.com/watch?v=z_pwhivnJbo&feature=youtu.be


მანია ზალალიანი

mania

მანიამ ნინოწმინდის რუსული საშუალო სკოლა დაამთავრა. სკოლის დამთავრებისთანავე 4+1 პროგრამით ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩააბარა. ქართული ენის მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ ინგლისურ ენას ეუფლება. იგი ამჟამად პირველი კურსის სტუდენტია.

2013 წელს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ტრენინგი გაიარა და პროექტ “ახალგაზრდული იდეის” ტრენერ-მოხალისე გახდა.

ფლობს სომხურ, რუსულ, ინგლისურ ენებს. ამჟამად სწავლობს ჩინურს.

მანიას საკონკურსო ნაშრომი დუხობორებს ეხება: https://www.youtube.com/watch?v=7n4WWf3BoAg&feature=youtu.be

manyazalalyan.wordpress.com


ლაშა ბაბუხადია

lasha new

ლაშა ქუთაისიდან არის. იგი დავით აღმაშენებლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედია სკოლაში ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლობს.

ლაშას აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ახალგაზრდულ აქტივობებში. იგი სამოქალაქო აქტივიზმის თბილისის ახალგაზრდული ქსელის წევრია და თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა მრავალფეროვნების სკოლის პროგრამაში ჩართულიყო. აქვს საკუთარი ბლოგი.

ლაშას საკონკურსო მასალები ხელმისაწვდომია შემდეგ პორტალებზე: https://www.youtube.com/watch?v=afZDTRI8zso&feature=youtu.be#http://polits-news.blogspot.com/2014/09/feedback.html


 ანჟელა საროიანი

anjela

ანჟელა თბილისიდანაა. მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 4+1 პროგრამით ჩააბარა. სწავლობს ფსიქოლოგიის მიმართულებაზე. ოცნებობს, გახდეს ბავშვთა ფსიქოლოგი და იყოს თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი.

ბავშვობაში ჟურნალისტიკით იყო დაინტერესებული და ამიტომ გადაწყვიტა, ამ მიმართულებით ცოდნა მრვალფეროვნების სკოლაში გაიღრმავოს.

ფლობს სომხურ, ქართულ,რუსულ და ინგლისურ ენებს.

ანჟელას საკონკურსო ნაშრომი სომხეთში მცხოვრებ ქართველ ქალებს შეეხება:

http://bit.ly/ZBwB2Q


იკოლოს იოვილი

nikoloz

ნიკოლოზი ჩრდილოეთ კავკასიისიდანაა, ქალაქ არდონიდან. 2012 წელს საქართველოში  განათლების მისაღებად ჩამოვიდა. სწვალობს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნირებათა ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის მიმართულებით. იგი ამჟამად მესამე კურსის სტუდენტია.

იმის გამო, რომ ნიკოლოზი მხოლოდ ოსურს და რუსულს ფლობს, როგორც ამბობს, ხშირად ქართველ ახალგაზრდებთან ურთიერთობაში ენობრივი ბარიერი უშლის ხელს. თვლის, რომ კავკასიის ახალგაზრდების ურთიერთობა და დაახლოვება საერთო პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია.

2013 წელს ფაკულტეტის სახელით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კავკასიის კონფედერაციის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. ნიკოლოზი ოსური ენის სპეციალისტია და დღესდღეობით თანამშრომლობს ჯავახიშვილის უნივერსიტეტში არსებულ კავკასიოლოგიის ინსტიტუტთან. ამ თანამშრომლობის ფორმატში უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ოსური ენის შემსწავლელი ჯგუფის შექმნა იგეგმება.

ჟურნალისტიკის არჩევა მისმა აქტიურმა სამოქალაქო პოზიციამ განაპირობა. მომავალში არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას გეგმავს.


 ქეთი ივანიძე

kety

ახალციხის #6 საავტორო სკოლის დამთავრების შემდეგ, ქეთი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ამჟამად ის მეორე კურსის სტუდენტია და  უცხო ენებს ეუფლება.

ქეთი “დემოკრატ მესხთა კავშირში” მოხალისე იყო, ამჟამად თბილისის ახალგაზრდული ქსელის წევრია. 2013 წლიდან აქტიურად არის ჩართული საზაფხულო ბანაკების ახალგაზრდულ პროგრამაში როგორც ლიდერი.

ქეთიმ საკონკურსო მასალა ოკუპაციის ხაზს მიღმა მცხოვრებ თანატოლზე მოამზადა, რომელიც ბანაკში გაიცნო:

http://bit.ly/1njILIS


ნამიგ გასანოვი

namo for blog

ნამიგი ქალაქ რუსთავიდანაა. ილია სახელმწიფო უნივერსიტეტში იგი ჯერ ქართული ენის მოსამზადებელ კურსზე ჩაირიცხა, ამჟამად კი ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობს.

დაინტერესებულია სამოქალაქო ჟურნალისტიკით და დებატებში მონაწილეობით. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა “მრავალფეროვნების სკოლის” კურსი გაევლო.


ანარ გუსეინოვი

anar

მარნეულის მე-6 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, 2012 წელს ანარმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 4+1 პროგრამით ჩააბარა. ქართული ენის მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ კი, სწავლა საინჟინრო ფაკულტეტზე განაგრძო. ამჟამად მე-2 კურსის სტუდენტია.

“მრავალფეროვნების სკოლით” მისი დაინტერესება ქართულ ენაზე დისკუსიებში ჩართვის შესაძლებლობამაც განაპირობა, რადგან თვლის, რომ მრავალმხრივ ინფორმაციასთან ერთად ამ გზით სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებასაც შესძლებს.


ხალისა ზეინალოვა

blog xalisa

ხალისა მარნეულის სოფელ სადახლოდან არის. 2012 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე ჩაირიცხა. ამჟამად მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ევროპისმცოდნეობის მიმართულებით სწავლობს. არის მეორე კურსის სტუდენტი.


ვაროს  ტერტერიან

varos n

ვაროსი ივანე  ჯავახიშვილის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში 4+1 პროგრამით ჩაირიცხა.         ქართული ენის მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ იგი ამჟამად   საერთაშორისო  ურთიერთობების მიმართულებით სწავლობს და მესამე კურსის სტუდენტია.

ვაროსმა “მრავალფეროვნების სკოლას” მას შემდეგ მიმართა, რაც შეიტყო, რომ სკოლაში სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე, ჩვენი ქვეყნის ეთნიკურ და კულტურულ მრავალეფეროვნებაზე იქნებოდა მსჯელობა და სხვებთან ერთად თავის სათქმელს ისიც იტყოდა.                                                                                        


სოფიო კომახიძე

sofonew

სოფიო ილია სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობს. მისი ძირითადი პროფესიული არჩევანი ფსიქოლოგიაა, მეორადი -გერმანისტიკა.

სოფიო დაინტერესებულია სოციალური პრობლემებით, რის გამოც თბილისის ახალგაზრდულ ცენტრში გაწევრიანდა. “მრავალფეროვნების სკოლაში” კი შესაძლებლობა მიეცა, აქტიური სოციალური პრობლემების შესახებ დისკუსიებში მიეღო მონაწილეობა და შეეძინა ახალი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც მომავალში მისი ბლოგის ეფექტურად წარმართვაში დაეხმარება.

http://blogidoll.wordpress.com/


ორხან პირვერდიევი

orhan pirver

ორხანი მარნეულიდან არის. ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს. 2012 წელს უმაღლეს სასწავლებელში 100 პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხა და ბავშვობიდან საოცნებო პროფესია საერთაშორისო ურთიერთობები აირჩია. ახლა მე-2 კურსის სტუდენტია და შემდეგ ამოცანად სწავლის დასავლურ უნივერსიტეტში გაგრძელება აქვს დასახული.

სწავლამ მასში ბევრი რამ შეცვალა და თვლის, რომ შეუძლებელი არაფერია, გარდა იმისა, რომ დროს უკან ვერ დააბრუნებ.


ტურაჯ ნურმამედოვა

new turaj

ტურაჯი მარნეულის სოფელ სადახლოდან არის. 2012 წელს დაამთავრა სკოლა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის მოსამზადებელ პრგორამაზე ჩააბარა. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ბიზნესის ფაკულტეტზე აგრძელებს სწავლას. ამჟამად იგი მეორე კურსის სტუდენტია.

უყვარს ხატვა და მხატვრული ლიტერატურის კითხვა. არის თბილისის სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ცენტრის წევრი.


ორხან  ზეინალოვი

final orx

ორხანი მარნეულიდან არის. სოფელ ყულარის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ 2010 წელს წმინდა ნიკოლოზის სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩააბარა. 2013 წელს კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე ჩაირიცხა. ამჟამად მეცნეირებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ევროპისმცოდნეობის მიმართულებით მეორე კურსზე სწავლობს.


გიუნელ ისკიანდაროვა

blog juli

გიუნელი გარდაბნის რაიონის სოფელ კესალოდან არის. 2012 წელს ქალაქ რუსთავში ლიცეუმი “ლაზარე” დაამთავრა და იმავე წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 4+1 პროგრამით ჩააბარა. ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის დამთავრების შემდეგ ძირითად სპეციალობად ანგლისტიკა, მეორედად კი სოციოლოგია აირჩია. ამჟამად მეორე კურსის სტუდენტია. გაწევრიანებულია თბილისის სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდულ ცენტრში.

Leave a comment