7 ივნისს “მრავალფეროვნების სკოლის” სტუდენტები კინომცოდნე გოგი გვახარიას შეხვდნენ. შეხვედრის თემა “საბჭოთა წარსულის გააზრება” იყო.
ნაციონალიზმი
24 მაისს, “მრავალფეროვნების სკოლაში” ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ ნაციონალიზმის თემაზე ლექცია წაიკითხა.
სტერეოტიპები
17 მაისს “მრავალფეროვნების სკოლის” სტუდენტები ტელესერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტს ქეთი დევდარიანს შეხვდნენ. დისკუსიის თემა სტერეოტიპები და საზოგადოებაზე მათი გავლენა იყო.
ფოტოხელოვნება
10 მაისს “მრავავალფეროვნების სკოლის” სტუდენტებს გაეროს ასოციაციის მულტიმედია რედაქტორი გურამ მურადოვი ფოტოხელოვნებაზე ესაუბრა. გაიმართა პრაქტიკული მეცადინეობა ფოტო გადაღებასა და დამუშავებაში.
საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში
3 მაისს “მრავალფეროვნების სკოლის” სტუდენტები საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელს ელენე ხოშტარიას შეხვდენენ. დისკუსიის თემა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია იყო.
გამოხატვის თავისუფლება და მედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში
26 აპრილს მრვალაფეროვნების სკოლაში საქართველოს პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ წაიკითხა ლექცია “გამოხატვის თავისუფლება და მედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში”.
ლექციას მრვალაფეროვნების სკოლის სტუდენტებთან ერთად ახალციხის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრის წევრებიც ესწრებოდნენ. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
პაატა ზაქარეიშვილი სტუმრად მრავალფეროვნების სკოლაში
12 აპრილს “მრავალფეროვნების სკოლის” სტუდენტები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს შეხვდნენ. შეხვედრა დისკუსიის ფორმატით წარიმართა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას შეეხო.
რელიგია და ადამიანის უფლებები
5 აპრილს “მრავალფეროვნების სკოლის” მსმენელები ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრს გიორგი მშვენიერაძეს შეხვდნენ, რომელმაც სტუდენტებს ლექცია რელიგიის და ადამიანის უფლებების შესახებ წაუკითხა. შეხვედრა დისკუსიით დასრულდა.
დავით ზურაბიშვილი სტუმრად მრავალფეროვნების სკოლაში
29 მარტს მრავალფეროვნების სკოლის სტუდენტები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეს, დავით ზურაბიშვილს შეხვდნენ. გაიმართა დისკუსია ინტეგრაციის პოლიტიკისა და ამ პროცესში განათლების პროგრამების მნიშვნელობის შესახებ.
მრავალფეროვნების სკოლაში სამოქალაქო ჟურნალისტიკის კურსი დაიწყო
22 მარტს მრავაფეროვნების სკოლაში სტუდენტებისთვის პირველი ტრენინგი გაიმართა. სკოლის მსმენელებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ, საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოადგილემ ფლორაინ გუბლერმა და მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა.
სკოლაში სამოქალაქო ჟურნალისტიკის კურსს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვოტირების წესით ჩარიცხული არაქართულენოვანი, ასევე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები გადიან.
პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური ლექციების და დისკუსიების ჩატარება. 22 მარტს ამ ფორმატში მსმენელებს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელი ბექა მინდიაშვილი შეხვდა, რომელმაც ტოლერანტობის ცენტრისა და ტოლერანტობის თეორიების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
პროექტს “მრავალფეროვნების საკვირაო სკოლა” მედიის განვითარების ფონდი საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.